13 წლის გოგონა სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა შეავიწროვა - პოლიცია ბრალდებულს არ აკავებს

07.05.23 20:00
13 წლის გოგონა სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა შეავიწროვა - პოლიცია ბრალდებულს არ აკავებს

13 წლის გოგონა სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა სექსუალურად შეავიწროვა.  გარყვნილი ქმედების ამსახველი კადრები არასწრულოვანმა იმ დროს გადაიღო, როცა მამაკაცს ბავშვი სკოლიდან სახლში მიჰყავდა. სექსუალური სახის დანაშაულში მხილებული კაცი ცოლთან ერთად იმერეთიდან წავიდა.  რაიონულ პოლიციას  მძღოლის წინააღმდეგ  სამი მოზარდის ჩვენება აქვს, თუმცა ეს დოკუმენტები ჯერ დაკავების საფუძველი არ გამხდარა.

ირკვევა, რომ მამაკაცს გავლენიანი მფარველები ჰყავს როგორც პოლიციაში, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.  დანაშაულის მიჩქმალვის პროცესი რომ დაიწყო, ამ ეჭვებს მსხვერპლი გოგონების ოჯახების დუმილი ამყარებს. ოჯახის წევრმა თქვა, რომ  საქმის გამოძიების სურვილი საერთოდ არ აქვთ ა თუ ამის საჭიროებას დაინახავენ, თავად გამოიძიებენ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები