დაბზარული კედლები და ჩამოშლილი აივანი - ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმი ნგრევის პირასაა
დაბზარული კედლები, ჩამოშლილი აივანი, დაზიანებული საძირკველი - ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ჩამოინგრეს. შენობა ავარიულია. პრობლემის შესახებ ინფორმაცია თეა წულუკიანს დიდიხანია აქვს, მაგრამ დიდი ქართველი მეცნიერის სახლის გადასარჩენად არაფერს აკეთებს. სოფელ ხოვლეში სპეციალისტებიც კი არ გაუგზავნიათ, რომ დაზიანებები აღეწერათ და მდგომარეობა შეეფასებინათ.
მუზეუმის თანამშრომლების ინფორმაციით, საფრთხეშია ექსპოზიციაც. სამეცნიერო ნაშრომები, არქეოლოგიური ნივთები, რუკები და ფოტომასალა.
სახიფათო შენობა დღეს საკუთარი თვალით ნახა ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილმა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.