საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან - ლაზარეს პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების საქმეზე ორი პროცესი ერთმანეთის პარალელურად იწყება. ლაზარე გლდანის ციხიდან საბადრაგო სამსახურმა სასამართლოში უკვე მიიყვანა. ადგილზეა გახარიას პარტიის წევრი კოკა კობალაძეც.
ჯერჯერობით ისევ უცნობია, ვინ განიხილავს 21 წლის მომიტინგის საქმეს. პროცესი დღეს ზუსტად 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე სხდომა არ გახსნილა. უცნობია ისიც, გაიმართება თუ არა დღეს საერთოდ პროცესი.
აქამდე ჩვენთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინ არის სხდომის მოსამართლე, ჩვენ თვითონაც გვიჭირს პასუხი, იმიტომ, რომ მომზადებულები ვიყავით და ვიცით, რომ დღეს უნდა ყოფილიყო 11 საათზე პროცესი, ველოდებოდით, რომ წარმოთქმული იქნებოდა როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩვენს მიერ შესავალი სიტყვა და შესაძლებელი იყო, თუ მოიყვანდა, რა თქმ,ა უნდა, ბრალდება, დაგვეწყო მოწმეთა გამოკითხვა. ახლა ვართ გაუკრვეველ მდგომარეობაში, ველოდებით როდის დაიწყება ან საერთოდ, დღეს იქნება თუ არა პროცესი, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.
ახალგაზრდების მხარდასაჭერად შენობასთან მოქალაქეები არიან შეკრებულები. სოლიდარობის აქციაზე მიტანილია პლაკატები "გაათავისუფლე ლაზარე".