ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია - ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია

08.05.23 12:16
ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია - ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია

ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია. ფაქტის ამსახველი კადრები მამაკაცმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ დროშის ჩამოხსნაზე სანქციები რამდენიმე თვის წინ გამკაცრდა, ამ დრომდე პოლიციას არ დაუდგენია, ვინ არის ადამიანი, ვინც უკრაინის დროშა შეურაცხყო.

ეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებს.

ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი იმიტომ, რომ არ შეიძლება არცერთი, მითუმეტეს, თავისუფლებისათვის მებრძოლი, სახელმწიფოს სიმბოლიკის მათ შორის დროშის შეურაცხყოფა, უდავოდ. ამავე დროს, ჩემთვის ისიც გაურკვეველია, რომ ბევრს თავისი ქვეყნის დროშა ავიწყდება და სხვისი ქვეყნის სიმბოლიკით აპელირებს, - ამბობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძე.

ცნობილია, რომ ცოტახანში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლისის ტბაზე განთავსებულ უკრაინისთვის და საქართველოსთვის მებრძოლი გმირების მემორიალთან მივა.

 

მსგავსი სიახლეები