ქართველის სტუსენტი, რომელსაც ამერიკა სწავლას 290 000 დოლარით დაუფინანსებს
მათე ნიორაძემ აშშ-ში, “Gettysburg College” - ის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა. უნივერსიტეტი მის 4 წლიან სწავლას 290 000 ამერიკული დოლარით დააფინანსებს.
მათემ მედალზე დაამთავრა თბილისის N 60 საჯარო სკოლა, არის ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის მონაწილე და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კენის საჯარო სკოლის დამამთავრებელი გამოშვების N 1 სტუდენტი.
წელს მათეს მიერ გაგზავნილ უნივერსიტეტებში მიღებული დაფინანსების ჯამური ღირებულება 1000000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.