"ოცნების" ქალაქი და ფუჭი დაპირებები - ბათუმში სოციალურად დაუცველები საცხოვრებელ ბინებს ამ დრომდე ელოდებიან

08.05.23 12:59
"ოცნების" ქალაქი და ფუჭი დაპირებები - ბათუმში სოციალურად დაუცველები საცხოვრებელ ბინებს ამ დრომდე ელოდებიან

ბათუმში ათობით ადამიანი ხელისუფლების მიერ დაპირებულ ახალ საცხოვრებელ ბინებს ელოდება, თუმცა კორპუსების აშენება ჯერ ვერ ხერხდება. ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველებისთვის სახლები "ოცნებასთან" დაახლოებულ კომპანია "დაგის" უნდა აეშენებინა, რისთვისაც დაახლოებით 40 მილიონი ლარი გამოიყო, მაგრამ მშენებელი პირობას ვერ ასრულებს. 

სოციალურად დაცველი ოჯახები, უკმაყოფილებას გამოთქვავენ. მათი თქმით, პროცესი ნელი ტემპით და  უხარისხოდ მიმდინარეობს. 

მე პირადად შევედი მანდ და ვნახე 400 კვადრატი, როგორ იყო ჩამოშლილი და მაშინ დაიწყო მენეჯერმა, რომ ეს იყო უხარისხო, მაშინ რა იყო ხარისხიანი, ლიფტი, რომ ჩამოვარდა ეგ არის ხარისხიანი მშენებლობა და ეგ არის ყველაფერი ხარისხიანი?! ჭკუაზე მოვიდეს მთავრობა, რომ აქ ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ადრეც მოვითხოვეთ სამხარეო ექსპერტიზა ჩატარებულიყო ხალხთან ერთად და შევსულიყავით, მაგრამ აგვიკრძალეს, - ამბობს ადგილობრივი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ინფორმაციით, მთავრობა ყოველი არჩევნების დროს მოსახლეობას ბევრ დაპირებას აძლევს, მაგრამ დაპირები შეუსრულებელი რჩება.

"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველი ახალი წლის წინა პერიოდში ჰპირდება, რომ წელს შევიყვანთ ხალხს, ეს დღე არ დადგა სამწუხაროდ. რაც შეეხება რაოდენობას, ესეც ვერ განსაზღვრა ხელისუფლებამ, მხოლოდ 582 ბინაა აშენებული. იცი რა, შენ ყველა არჩევნების დროს მოხვიდე აქ და ჩვენ ამას ვაკეთებთ, ამას ვშვრებით, შევასახლებთ და შეასახლებთ სად? შეიძლება მეორე დღეს ყველაფერი თავზე დაენგრეს ხალხს" - ამობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები