ვინ იგულისხმა EU-მ დეოლიგარქიზაციაში? - CRRC-ის კვლევაში გამოკითხულთა 45% ივანიშვილს ასახელებს
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 43% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საკმარისს არ აკეთებს.
ორგანიზაციის მკვლევარებმა დასვეს კითხვა, ვინ იგულისხმეს ევროპელმა პარტნიორებმა, როცა საქართველოს დეოლიგარქიზაცია მოსთხოვეს.
გამოკითხულთა 45% პროცენტი ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.
CRRC-ის კვლევის თანახმად,
მოსახლეობის 31% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული.
კითხვაზე - გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რუსეთი-უკრაინის ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო, პასუხები ასე გადანაწილდა:
საერთოდ არ ვეთანხმები - 5%;
არ ვეთანხმები - 20%;
ნეიტრალური ვარ - 17%;
ვეთანხმები - 25%;
სრულად ვეთანხმები - 6%;
არ ვიცი/უარი პასუხზე - 37%.
გარდა ამისა, კითხვაზე, შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთთან ომის თავიდან აცილება, პასუხები ასე გადანაწილდა:
რუსეთის ქმედებებმა აჩვენა, რომ მას იმპერიალისტური ამბიციები ჰქონდა უკრაინის მიმართ და პუტინს ვერაფერი შეაჩერებდა - 47%;
უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება რუსეთთან დათმობაზე წასვლით - 26%;
არცერთს არ ვეთანხმები - 10%;
არ ვიცი/უარი პასუხზე - 18%.
საზოგადოებრვი აზრის კვლევა 11-ი იანვრიდან 8 თებერვლამდე ჩატარდა!! სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა ორი ათას 757 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეოაბ