"დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს" - კასიანოვის პირველი კომენტარი უკრაინის დროშის შებღალვაზე

უკრაინის ეროვნული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტზე, პირველი კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა გააკეთა.
კასიანოვი სამართალდამცავ ორგანოებს დროშის ჩამომხსნელი მამაკაცის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს. მისივე ცნობით მომხდარის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია.
"აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი. უკვე ვაცნობეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩვენ ვეხდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ოფიციალური რეაქცია ამ ყველაფერზე აუცილებლად იქნება" - ამბობს ანდრი კასიანოვი.
ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია. ფაქტის ამსახველი კადრები მამაკაცმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ დროშის ჩამოხსნაზე სანქციები რამდენიმე თვის წინ გამკაცრდა, ამ დრომდე პოლიციას არ დაუდგენია, ვინ არის ადამიანი, ვინც უკრაინის დროშა შეურაცხყო.