იდენტიფიცირებულია კაცი, ვინც უკრაინის დროშა დემონსტრაციულად დახია

08.05.23 13:36
იდენტიფიცირებულია კაცი, ვინც უკრაინის დროშა დემონსტრაციულად დახია

იდენტიფიცირებულია პირი, ვინც ვაკის პარკში უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხია და დახია. "პირველების" ინფორმაციით, ის ვასილ გოგალაძეა.

მომხდარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრი კასიანოვი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავე მამაკაცის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა.

ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია. ფაქტის ამსახველი კადრები მამაკაცმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ დროშის ჩამოხსნაზე სანქციები რამდენიმე თვის წინ გამკაცრდა, ამ დრომდე პოლიციას არ დაუდგენია, ვინ არის ადამიანი, ვინც უკრაინის დროშა შეურაცხყო. 

მსგავსი სიახლეები