ჩერგოლეიშვილი ივანიშვილს: არც შენი შვილები არიან სტანდარტულები, შენგან განსხვავებით, მე შენს შვილებსაც დავიცავ
"ტაბულას" დამგუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და "ქართული ოცნების" დამფუძნებელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მარტის აქცისების მონაწილე, 21 წლის ბიჭი ციხეში "დემონად შერაცხული ჩასვეს".
ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ის ოლიგარქის შვილებსაც დაიცავს, თუ ამის საჭიროება დადგება:
"დემონად შერაცხული ჩასვეს ციხეში და მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ არ შენი შვილები არიან სტანდარტულები და მათაც შეიძლება, რომ ასე დაესხას ვინმე თავს. მისგან განსხვავებით, მე მის შვილებსაც დავიცავ, როდესაც ესეთ დემონიზებას გაუკეთებენ. ამაზე იფიქრონ სინდისმა შეაწუხოს" - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო.