"სუს-ის მაღალჩიუნოსანი მფარველობს" - მოსწავლის მიმართ სექსუალურ შევოწროებაში მხილებული კაცი ამ დრომდე არ დაუკავებიათ

08.05.23 15:08
"სუს-ის მაღალჩიუნოსანი მფარველობს" - მოსწავლის მიმართ სექსუალურ შევოწროებაში მხილებული კაცი ამ დრომდე არ დაუკავებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გარყვნილ ქმედებაში მხილებული სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუცია. არადა, პოლიციას მამაკაცის წინააღმდეგ მინიმუმ სამი არასრულწლოვანი გოგონას ჩვენება აქვს. არსებობს ვიდეო-მასალაც.

ჟურნალისტი ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ ავტობუსის მძღოლს გავლენიანი მფარველები ჰყავს. ერთ-ერთი სუს-ის მაღალჩინოსანია.

 "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი დღეს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში მივიდა და ძალოვანების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხვა.

"დაკავებული არ არის დამნაშავე და როგორც მე ჩემი წყარო მეუბნება, მას მფარველობს სუსის უფროსის მოადგილე, ლევან ახობაძე და მისი დავალებით ვანის პოლიციის უფროსი ირაკლი ლორთქიფანიძე ზეწოლას ახდენს, როგორც დაზარალებულის ოჯახის წევრებზე, ისე სხვა დანარჩენ მოწმეებზე.

წყაროც ასევე მიყვება, როგორც დაიბარეს გოგონას მშობლები პოლიციის განყოფილებაში დილას და მერე უკვე საღამოს და როგორ მიდიოდა მათზე ზეწოლა, რომ ფაქტი არ გაეხმაურებინათ, მათ ეუბნებოდნენ, რომ თუ ფაქტს გაახმაურებთ კრიმინალებისგან აიღეთ ფული და შესაბამისად გოგონას დედას გულიც კი შეუწუხდა" - ელისო კილაძე.

მსგავსი სიახლეები