პაატა ბურჭულაძე POSTV-ის და შალვა რამიშვილს ცილისწამებისთვის უჩივის
პაატა ბურჭულაძე შალვა რამიშვილს უჩივის - მსოფლიოს ბანი "ქართული ოცნების" პროპაგანდისტს ღირსებისა და პატივის შელახვას ედავება. რამიშვილმა ბურჭულაძე POSTV-ის ეთერში თაღლითად მოიხსენია.
თუ მმართველი პარტიის დასაყრდენი ძალა ვერ დაამტკიცებს, რომ ოპერის მომღერალი თაღლითია შალვა რამიშვილს ბურჭულაძისთვის 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, პოსტივის კი 100 ათასი ლარის.
ბურჭულაძის ადვოკატი ამბობს, რომ შალვა რამიშვილის ქმედებამ შელახა ოპერის მომღერლის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. საჩივრის დაკმაყოფილების შეთხვევაში მოთხოვნილი თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას.
"10 აპრილს პოსტივის გადაცემაში შალვა რამიშვილმა განახორციელა შემდეგი, რომ პაატა ბურჭულაძე მოიხსენა, როგორც საქველმოქმედო თანხების გამფლანგველი და თაღლითი, რაზეც თურმე გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვთ, რომ მოხდეს ამ ყველაფრის უარყოფა და გარკვეული მორალური ზიანისთვის დაეკისროს შალვა რამიშვილს და პოსტივის გარკვეული თანხა, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხმარდება ქველმოქმედებას. შალვა რამიშვილისგან პირადად ვითხოვთ 50 ათას ლარს, ხოლო პოსტივისგან 100 ათას ლარს" - ამბობს ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.