შსს-მ უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით.
ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია. ფაქტის ამსახველი კადრები მამაკაცმა სოციალური ქსელით გაავრცელა.