ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე იზრდება - კანონპროექტი

08.05.23 16:49
ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე იზრდება - კანონპროექტი

ღია სივრცეში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის ჯარიმები იზრდება, განცხადება გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯომარემ, მაია ბითაძემ გააკეთა. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა.

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა იყო განსსაზღვრული, ახალი კანონპროექტით კი აღნიშნული 150 ლარამდე გაიზრდება. თუ ძაღლის მეპატრონე ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების გაიმეორებს ამ შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდება. ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდა.

"ჯარიმა იმდენად მცირეა მოქმედი კანონმდებლობით, რომ ეს ვერ არის შემაკავებელი ფაქტორი მეპატრონეებისთვის იმისათვის, რომ ძაღლი ატარონ ალიკაპით ან საბელით. მოქმედი კანონმდებლობით, განსაზღვრულია ორი პირობა, რომ შინაური ბინადარი ცხოველი სასეირნოდ უნდა გავიყვანოთ ალიკაპით ან საბელით. ფაქტობრივად, 80% შემთხვევაში ამ პირობების დაცვა არ ხდება და ძალიან მოხშირდა მომართვა პარლამენტის მიმართ, რათა ეს საკითხი გადაწყდეს მანამ, სანამ ახალ კანონს მივიღებთ"- თქვა ბითაძემ.

მსგავსი სიახლეები