სამეგრელოში მერვე კლასელი გოგონა სავარაუდოდ, მამამ გააუპატიურა
შემზარავი დანაშაული სამეგრელოში - მერვე კლასელი გოგონა სავარაუდოდ, მამამ გააუპატიურა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მსხვერპლიც და სავარაუდო მოძალადეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია.
"პირველების" ინფორმაციით, 14 წლის გოგო დედასთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას მოზარდის მამა სახლში არ დახვდა.
სოფელში მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.