დმანისში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ

17.05.21 20:12
დმანისში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ

დმანისში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. სულ ცოტა ხნის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარე შეხვედრაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე შევიდა. ჯაღმაიძეს ჟურნალისტებთან  კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიციის განყოფილებაში შეხვედრაზე  იმყოფებიან შინაგან საქმეთა  მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი.

შეხედრა ასევე მიმდინარეობს მერიის შენობაში, სადა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება "ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი, დმანისის მაჟორიტარი, დეპუტატი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.