5 ივლისის საქმე - პირველი არხის ოპერატორზე თავდამსხმელებს მსჯავრი დაუმძიმდათ

08.05.23 18:07
5 ივლისის საქმე - პირველი არხის ოპერატორზე თავდამსხმელებს მსჯავრი დაუმძიმდათ

5 ივლისის საქმე - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს - გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ორივე მათგანს 1 წლითა 3 თვით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.