"ბავშვზე 8 წლიდან ძალადობდაო"- სამეგრელოში მამას 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

08.05.23 20:00
"ბავშვზე 8 წლიდან ძალადობდაო"- სამეგრელოში მამას 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

უმძიმესი ამბავი სამეგრელოდან - მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ, მამამ გააუპატიურა.  როგორც სოფელში ამბობენ, ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.  

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მამა საკუთარ შვილზე 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა, ამბის გათქმის შემთხვევაში კი მოზარდს მკვლელობით ემუქრებოდა. 

არსებული ინფორმაციით, სუიციდის მცდელობის შემდეგ, ბავშვი დედას გამოუტყდა და მომხდარის შესახებ ყველაფერი უამბო.  ირკვევა, რომ 13 წლის გოგონა წერილის დატოვებას გეგმავდა, სადაც სავარაუდოდ, ამ უმძიმესი ისტორიის შესახებ მოჰყვებოდა.

ამბის გახმაურების შემდეგ კი  განგაში  ბაბუამ ატეხა, რის შემდეგაც საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ.  გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდო მოძალადე ამ დროისთვის  გაქცეულია და მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები