საგანგაშო სტატისტიკა - მხოლოდ სამ თვეში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 46 არასრულწლოვანი გახდა

08.05.23 20:09
საგანგაშო სტატისტიკა - მხოლოდ  სამ თვეში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 46 არასრულწლოვანი გახდა

მხოლოდ  სამ თვეში  სექსუალური ძალადობის  მსხვერპლი 46 არასრულწლოვანი გახდა - მოზარდების გაუპატიურების შემთხვევები წინა წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. ეს საგანგაშო მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკიდანაა. აქ მოხვდა  ინფორმაცია, რომელიც პოლიციისთვის ცნობილია, თუმცა ხშირია შემთხვევები,  როცა ძალადობაზე მოზარდები შიშის გამო არ საუბრობენ და დანაშაულს მალავენ. 

როგორ მივიდა ქვეყანა ამ უმძიმეს რეალობამდე და ხომ არ  გახდა დაუსჯელობის სინდრომი ძალადობის წახალისების საფუძველი?  ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ვანში მოხდა. ამბის  გასაჯაროებიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ამ დრომდე თავისუფალია კაცი, რომელიც გარყვნილ ქმედებაშია მხილებული. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელს სუს-ის მაღალჩინოსანი აფარებს. პოლიციელები კი ძალადობის მსხვერპლი მოზარდების ოჯახის წევრებს აშანტაჟებენ. 

როგორ მივიდა ქვეყანა ამ უმძიმეს რეალობამდე - ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი

 

 

 

მსგავსი სიახლეები