არახამიამ ქვეყანა დატოვა - "პირველებმა" რეზონანსულ საქმეზე უზუსტობები აღმოაჩინა

08.05.23 20:09
არახამიამ ქვეყანა დატოვა - "პირველებმა" რეზონანსულ საქმეზე უზუსტობები აღმოაჩინა

მიხეილ არახამიამ საქართველო  რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ამ ამბავს პირველებს  მისი მეუღლე უდასტურებს. ანუ გამოდის, რომ  არახამიამ   კომპანია  დაარეგისტრირა, აღმაშენებლის 75-ში ფართი  იქირავა და შემდეგ ქვეყნიდან  გაუჩინარდა.  ჩნდება კითხვა, თუ  არახამიამ თბილისში ქოლ-ცენტრი დააფუძნა, მაშინ ბიზნესის დაწყებისთანავე რატომ წავიდა საქართველოდან. პირველებმა  ქოლ-ცენტრების სკანდალში რამდენიმე შეუსაბამობა აღმოაჩინა. 

დოკუმენტებით ირკვევა რომ  ბინა, სადაც კომპანია იყო დარეგისტრირებული, არახამიამ  რამდენიმე თვის წინ გაყიდა.  რეესტრში არ იძებნება ახალი მფლობელის თანხმობა. ამიტომ ჩნდება  კითხვა, როგორ დაარეგისტრირა   კომპანია იმ ფართში, რომელიც მას უკვე აღარ ეკუთვნოდა.  კითხვებზე პასუხებს ითხოვს გიორგი ვაშაძეც. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სუს-მა მის გასაშავებლად დაგეგმა.

შეუთავსებლობები სკანდალუი საქმის ირგვლივ - ყველა დეტალი ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები