ფლანგვა აფხაზეთის მთავრობაში - იყიდეს ავტომობილები, რომლებიც არ სჭირდებოდათ, შეიძინეს იმდენი ბენზინი, რამდენიც ავზში არ ჩადიოდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ბიუჯეტის ფულის ფლანგვაშია მხილებული. აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ მთავრობის მიერ ნაყიდია მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომელიც არ სჭირდებოდათ. აფხაზეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს რეგიონებში არ უვლიათ, შესაბამისად თავისუფლად შეეძლოთ ფული დაეზოგათ და ამავე კლასის მსუბუქი ავტომობილები ეყიდათ. ეს ყველაფერი არ არის. ბიუჯეტის ფულით იყიდეს იმდენი ბენზინი, რამდენიც ავზში არ ჩადიოდა. აუდიტორები ეჭვობენ, რომ საწვავის ე.წ ჩიპის გამოყენება სხვა მანქანებისთვის მოხდა.