კაცი, რომელმაც უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხია 1000 ლარით დააჯარიმეს

09.05.23 10:00
კაცი, რომელმაც უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხია 1000 ლარით დააჯარიმეს

1000 ლარი დროშის ჩამოხევის გამო - კაცი, რომელმაც უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხია დააჯარიმეს. ვასილ გოგალაძემ დროშა ვაკის პარკში გუშინ ჩამოხია, დანაშაულის დამდასტურებელი ვიდეო მტკიცებულება კი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გოგალაძე, რომელმაც საქართველო-უკრაინას შორის ახალ დიპლომატიური სკანდალს ჩაუყარა საფუძველი, "პირველების" ინფორმაციით,  სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და "ალტ-ინფოს" მხარდამჭერია.

მსგავსი სიახლეები