მერვე კლასელი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა დაკავებულია - პოლიციამ აიყვანა მისი მეზობელიც
მერვეკლასელი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა დაკავებულია. პოლიციამ ხელბორკილები დაადო 25 წლამდე კაცსაც, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცს მიმალვაში ეხმარეობდა.
შსს- მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ამ, დრომდე არ გაუკეთებია.
რაც შეეხება დაზარალებულს, მოზარდს ექსპერტიზა სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგებიოს თანდასწრებით აუტარდა.
უმძიმესი ამბავი სამეგრელოდან - მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ, მამამ გააუპატიურა. როგორც სოფელში ამბობენ, ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მამა საკუთარ შვილზე 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა, ამბის გათქმის შემთხვევაში კი მოზარდს მკვლელობით ემუქრებოდა.