ოზურგეთში, 45 წლის კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის გაუპატიურება სცადა

09.05.23 11:50
ოზურგეთში, 45 წლის კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის გაუპატიურება სცადა

ოზურგეთის რაიონში 45 წლის კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის, 34 წლის ქალის გაუპატიურება სცადა.

როგორც "პირელებს" უყვებიან, კაცმა სავარაუდო დაზარალებულ საკუთარ სახლში შეიტყუა, უთხრა, რომ მის მწოლიარე დედას დახმარება სჭირდებოდა. რა დროსაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალზე  სექსუალური ძალადობა სცადა. ქალმა თავის დაღწევა მოახერხა.

შსს მომხდარზე საქმე აღძრა.

"პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული მიმალვაშია, კაცის ოჯახთან კი პოლიცია პატრულირებს.

მსგავსი სიახლეები