"საგზაო ნიშნები არასწორად დაამონტაჟეს, რომ ჯარიმიდან ბევრი ფული შეუვიდეთ" - შსს-ს სასამართლოში უჩივიან

09.05.23 12:28
"საგზაო ნიშნები არასწორად დაამონტაჟეს, რომ ჯარიმიდან ბევრი ფული შეუვიდეთ" - შსს-ს სასამართლოში უჩივიან

გომელაურის უწყებას სასამართლოში უჩივიან. მიზეზი ოზურგეთი-ურეკის გზაზე არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნებია. ამ ყველაფერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მილიონები დახარჯა, თუმცა ირკვევა, რომ გზაზე მონიშვნები არასწორად დაამონტაჟეს და მოქალაქეების უსაფრთხოების ნაცვლად, მძღოლებს კოლოსალურ ჯარიმებს აკისრებენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ნიშნები არასწორად სპეციალურად დამონტაჟდა, რათა ბიუჯეტში ჯარიმებიდან უფრო მეტი თანხა შევიდეს.

"ყველაფერი არასწორად არის. აგერ რომ 40-ს მაძლევს, ეგერ მაძლევს 80-ს. 5 მეტრი ვერ გავიარე ისე, რომ სიჩქარე დამეგდო, ვერ დააგდებ სიჩქარეს. მაგის გამო ჯარიმა-ჯარიმაზე მოსდის ხალხს. სირცხვილია. ისეთ ადგილზეა სიჩქარე 80, მართლა არ შეიძლება იქ 80-ით გავლა და 40  ისეთ ადგილზეა, რომ შეგიძლია უფრო სწრაფად წახვიდე, მერე მოგაწევენ ჯარიმას და მაგდენი ფული სად გვაქვს". - ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივ საპატრულო პოლიციას ამ თემაზე პასუხების გაცემა არ სურთ და ამბობენ, რომ არაკომპეტენტური არიან

იმის გამო, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეები არ ჰყოფნით, აღნიშნულ საკითხზე პროცესები ამ დრომდე ჩანიშნული არ არის. 

მსგავსი სიახლეები