საოკუპაციო რეჟიმის ტყვეები ამნისტიის მოლოდინში - რა ბედი ელის მამუკა ჩხიკვაძეს

09.05.23 12:48
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეები ამნისტიის მოლოდინში - რა ბედი ელის მამუკა ჩხიკვაძეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ამნისტიისთვის ემზადება. დე ფაქტო პარლამენტის დადგენილებით, საპყრობილიდან 50 ადამიანი უნდა გამოვან. 

უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია  საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, მაგალითად ყოფილ სამხედროს მამუკა ჩხიკვაძეს.

ცნობილია, რომ მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის დეკემბერში სოფელ ზემო ნიქოზთან ოკუპანტებმა დააკავეს და 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 

"ამნისტიას ყველა ველოდებით. მაქვს ინფორმაცია, რომ ოსურმა მხარემ საიტზე დადო ამნისტიის შესახებ, 50 კაცს ეხება. სახელებზე და გვარებზე არაფერია ჯერ-ჯერობით ცნობილი და 9 მაისისთვის ველოდებით იქნებ რამე გახდეს ცნობილი, დანარჩენი არაფერი ვიცი" - ამბობს მამუკა ჩხიკვაძის ბიძა, შმაგი ჭანკვეტაძე.

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავას თქმით, საოკუპაციო რეჟიმი მამუკა ჩხიკვაძეს სამაგალითოდ სჯის: 

"ველოდით, რომ ამნისტია უნდა ყოფილიყო და ამ ამნისტიით მოხდებოდა მისი გამოშვება, მაგრამ როგორც ჩანს, სეპარატისტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა მისი სამაგალითოდ ბოლომდე დასჯა, ასეთი მიდგომა სეპარატისტებს, საოკუპაციო რეჟიმს აქვს. ახლა ასეთი პატიმრები არიან სამაჩაბლოში და აფხაზეთში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ქრისტინე თაკალანძეს 10 წელიწად ნახევარი მიუსაჯეს, ეს არის სეპარატისტების მიდგომა" - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ.

მსგავსი სიახლეები