ხანძარი პეკინზე - კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

18.05.21 09:30
ხანძარი პეკინზე - კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მე-5 სართულიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდა ქალი გადავარდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც ირკვევა, ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა.

გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

 

მსგავსი სიახლეები