მეზობელი, ქალზე სავარაუდო ძალადობაში, ადრეც იყო შემჩნეული - ახალი დეტალები ოზურგეთში მოხდარ უმძიმეს ფაქტზე
45 წლის კაცი 34 წლის ქალზე სექსულურ ძალადობაშია ბრალდებული - პოლიცია სავარაუდო დამნაშავის კვალზე, ამ დრომდე ვერ გადის. სამართალდამცველები მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
"პირველებისთვის" ოზურგეთში მომხდარ უმძიმეს ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 45 წლის კაცი, ქალზე სავარაუდო ძალადობაში, ადრეც იყო შემჩნეული. ინფორმაციას "პირველებთან" დაზარალებულის ქმარი და ბრალდებულის დედაც ადასტურებს.
სავარაუდო მსხვერპლს კი ამ თემაზე საუაბრი არ სურს. მას "პირველების" ინფორმაციით, ჭრილობები აქვს მიღებული მაშინ, როდესაც ის სავარაუდო მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ბრალდებულის დედამ კი პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ სად არის მისი შვილი.
"რამ გადაუტრიალა ტვინი არ ვიცი. ადრეც იყოც მსგავსი ფაქტი, ქალს ძროხა რომ დაეკარგა, მარა მაშინ მოწყობილი იყო ის ფაქტი". - ამბობს ბრალდებულის დედა.
ოზურგეთის რაიონში 45 წლის კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის, 34 ქალის გაუპატიურება სცადა.
როგორც "პირელებს" უყვებიან, კაცმა სავარაუდო დაზარალებულ საკუთარ სახლში შეიტყუა, უთხრა, რომ მის მწოლიარე დედას დახმარება სჭირდებოდა. რა დროსაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა. ქალმა თავის დაღწევა მოახერხა.
შსს მომხდარზე საქმე აღძრა.