"ბავშვი ამბობს, რომ მამა აუპატიურებდა, მეზობელს ხელს არ ადებს"- 14 წლის მოზარდის ბებიის პირველი კომენტარი

გაუპატიურების სავარაუდო ფაქტი სამეგრელოში - "პირველების" ინფორმაციით, 14 წლის მოზარდმა საზარელ დანაშაულში საკუთარ მამას დაადო ხელი და პოლიციას 40 წლამდე კაცის წინააღმდეგ ჩვენება გუშინ მისცა.
რაც შეეხება 25 წლის მეზობელს, რომელიც გაუპატიურების მუხლით მამასთან ერთად აიყვანეს, დაზარალებულის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ბიჭი მისი მეგობარია.
სოფელში ამბობენ, რომ მამისგან განსხვავებით, 25 წლის ბიჭს მიმალვა არ უცდია და ის გუშინ მთელი დღის განმავლობაში სოფლის ცენტრში გადაადგილდებოდა.
"ბავშვი ამბობს, რომ მარტო როცა რჩებოდნენ, მამა ძალადობდა თურმე. მეზობელზე ბავშვი ამბობს, რომ ის მისი ძმაა და არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ. მეზობელი რატომ დაიჭირეს არ ვიცი"- თქვა მოზარდის ბებიამ.
14 წლის არასრულწლოვანს ხვალ თბილისში, ექსპერტიზაზე ჩამოიყვანენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდს მამასთან ერთად მეზობელიც აუპატიურებდა.