ძლიერი ცეცხლი დევნილთა საცხოვრებელში - პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია

18.05.21 10:05
ძლიერი ცეცხლი დევნილთა საცხოვრებელში - პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისივე თქმით, ხანძარი გაჩნდა მეხუთე სართულზე, იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართი, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე.

ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-ავტოცისტერნა. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა დაახლოებით 300 მოსახლემდე ევაკუაცია. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა კერესელიძემ.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს. 

უწყების ცნობით, მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია. 

მეხანძრე-მაშველებმა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც 
სადარბაზოდან, ასევე, სახანძო კიბის საშუალებით.
პარალელურად, მიმდინარეობდა ქრობის აქტიური სამუშაოები. 
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროება აღკვეთა. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის, უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა"- აცხადებენ უწყებაში.