"ოჯახებს ნათელ-მირონი აკავშირებთ"- 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 28 წლის კაცის ოჯახის პირველი კომენტარი

09.05.23 14:56
"ოჯახებს ნათელ-მირონი აკავშირებთ"- 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 28 წლის კაცის ოჯახის პირველი კომენტარი

14 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა დუმილის უფლებას იყენებს. საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია 28 წლის კაცს, რომელიც პოლიციამ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავა. სპეცოპერაცია მის დასაკავებლად სოფელში ჩატარდა, თუმცა დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ბრალდება გამოგონილია.

დაკავებულის ბებია ამბობს, რომ მათ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა პოლიციას ადგილიდან არაფერი წაუღია. 

"მითხრეს, რომ წავიყვანთ და უკან გამოვუშვებთო, არაფერი წუღიათ. ოჯახს ვიცნობთ"- ამბობს ხანდაზმული. 

ბრალდებულის ბაბუის თქმით, კი ოჯახებს შორის ნათელ-მირონია: 

"ნათლიობაა, გოგო ჩვენთან ხშირად არ მოდიოდა,  მეგობრობდნენ, მამამის ჰყავს ტრაქტორი და როცა აქ ამოდიოდა ბავშვიც მოჰყავდა. კარგი ურთიერთიბა გვქონდა, სხვა არაფერი მომხდარა"- ამბობს ბრალდებულის ბაბუა. 

სამეგრელოში 14 წლამდე მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი გუშინ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, მამა არასრულწლოვანს მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. მოზარდთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა მეზობელიც. 

მსგავსი სიახლეები