სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს! - სხალთის მთავარეპისკოპოსი LGBT თემის მხარდამჭერებზე

18.05.21 10:38
სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს! - სხალთის მთავარეპისკოპოსი LGBT თემის მხარდამჭერებზე

სხალთის მთავარეპისიკოპოსი სპირიდონი იმ პოლიტიკურ პარტიებს აკრიტიკებს, რომლებმაც LGBT თემს სოლიდარობა გამოუცხადეს. სასულიერო პირი სოციალურ ქსელში აღნიშნული პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს და მათ ღალატში ადანაშაულებს. 

სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს! მათი ქმედება არის ღალატის ყველაზე უფრო მძიმე და ამაზრზენი სახე!, - წერს სასლუიერო პირი.

Tbilisi Pride-მა და 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ LGBT უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად თანამშრომლობა დაიწყეს და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. სწორედ, ამ შეთანხმებაზე მსჯელობით გადაწყვიტეს 17 მაისის, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა LGBT თემის წარმომადგენლებმა.

ხელმომწერი პარტიებია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "რესპუბლიკური პარტია"; "გირჩი"; "გირჩი - მეტი თავისუფლება"; "კანონი და სამართალი"; "პროგრესი და თავისუფლება"; "დროა"; "სამართლიანობისთვის"; "თავისუფალი დემოკრატები"; "რეფორმერი"; "ერთიანი საქართველო"; "გამარჯვებული საქართველო".

 

 

 

მსგავსი სიახლეები