14 წლის შვილს მამა, სავარაუდოდ, 8 წლის ასაკიდან აუპატიურებდა - გისოსებს მიღმა აღმოჩნდა მეზობელიც
14 წლის შვილს მამა 8 წლის ასაკიდან აუპატიურებდა. მოზარდზე სექსუალურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ყოველთვის, როცა მამა-შვილი სახლში მარტო რჩებოდა. ხმის ამოღების შემთხვევაში, მას მოძალადე მამა მოკვლით ემუქრებოდა.
დანაშაულში მხილებული კაცი დაკავებულია და იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. შემზარავი ამბის უმძიმეს დეტალებზე გოგონას ოჯახის წევრები ღიად საუბრობენ. კაცის წინააღმდეგ გამოძიებას უკვე აქვს 14 წლის შვილის ჩვენება.
გისოსებს მიღმა აღმოჩნდა მეზობელიც. ირკვევა, რომ მამის გარდა 14 წლის გოგონას ისიც აუპატიურებდა.
სპეცოპერაცია 25 წლის მეზობლის დასაკავებლად სოფელში დღეს ჩატარდა. ოჯახი ამტკიცებს,რომ ბრალი გამოგონილია. გამოძიებისგან განსხვავებულ ვერსიას უყვება ჟურნალისტებს დაკავებული კაცის ადვოკატიც.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამასაც და 25 წლის მეზობელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილი რეპორტაჟში.