"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

18.05.21 10:44
"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულია  პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნის 400-ზე მეტი თანამშრომელი. გაფიცული თანამშრომლები ქარხანასთან არიან შეკრებილი.

თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ.  ადგილზე პროფკავშირის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლს ასრულებენ. 

თანამშრომლები 21 დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობასთან მართავდნენ, თუმცა პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

 

მსგავსი სიახლეები