მამას და მეზობელს, რომლებიც 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, ბრალს დღეს წარუდგენენ
შვილის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 47 წლის მამას ბრალს დღეს წარუდგენენ. წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული 28 წლის კაციც, რომელსაც გამოძიება 14 წლის მეზობლის გაუპატიურებას ედავება.
საზარელი ფაქტი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიმდინარე კვირას გახმაურდა, როცა მოზარდმა დედას უთხრა, რომ მამა მასზე 8 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა.
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ 47 წლის კაცი პოლიციამ გუშინ აიყვანა, ხელბორკილები დაადეს მათ მეზობელსაც.
არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ორივე პირს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.