სენაკში სამშენებლო ბაზა დააყაჩაღეს

10.05.23 10:47
სენაკში სამშენებლო ბაზა დააყაჩაღეს

სენაკში სამშენებლო ბაზა დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დანაშაული, სავარაუდოდ, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. ნიღბიანი თავდამსხმელები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და დანაშაულის ადგილიც მანქანით დატოვეს. 

პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს, თუმცა კვალზე ჯერჯერობით ვერ გადის. 

 

მსგავსი სიახლეები