ქართველმა არალეგალმა საემიგრაციო იზოლატორიდან გაქცევა კედლის გათხრით სცადა
შოკისმომგვრელი ამბავი ისრელიდან - დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ისრაელის საემიგრაციო იზოლატორიდან გაქცევა კედელში არსებული ხვრელით სცადა. შემთხვევა „ბენ გურიონის“ აეროპორტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოხდა, სადაც 40 წლის ქართველი ემიგრანტი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალბით იყო მოთავსებული.
ოფიალური უწყებები ცნობით, საკანში ქართველმა ემიგრანმტმა კედელზე ხვრელი აღმოაჩინა და გვირაბის გათხრა თანამესაკნეებთან ერთად დაიწყო, თუმცა ფაქტი რამდენიმე დღეში უსაფრთხოების სამსახურმა შეამჩნია.
საქართველოს მოქალაქეს ახლა ბრალდება გაქცევის მცდელობის ორგანიზებისთვის აქვს წარდგენილი. მის თანამესაკნეების დეპორტირება კი მოლდოვაში მოხდა.