ვის ინტერესშია ჩაძიროს ქართული ფერმერები - მეხორბლეების პროტესტის წნორში

10.05.23 13:14
ვის ინტერესშია ჩაძიროს ქართული ფერმერები - მეხორბლეების პროტესტის წნორში

ვის ინტერესშია ჩაძიროს ქართველი ფერმერები - ქვეყანაში ახალმა პროტესტმა იფეთქა. მეხორბლეები ქუჩაში გამოვიდნენ და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ. რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის გამო ქართველი ფერმერები ზარალდებიან, წაგებაზე მიდიან და იძულებულები არიან, ხორბლის მოყვანაზე უარი თქვან.

კახელი მეხორბლეები წნორის მთავარ მაგისტრალთან შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა დააანონსეს. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობასთან სამი შეხვედრის შემდეგ დასაიმედებელი ვერაფერი მოისმინეს. ფერმერებს აინტერესებდათ, რა ეშველებოდა მათ მოსავალს, რომლის რეალიზაციაც 1 წელია ვერ მოახერხეს. 

არის ძალიან დაბალი ფასები და ეს გამოიწვია რუსეთიდან შემოტანილმა მარცვლეულმა, რომელიც იცით, რომ მსოფლიო ბაზარზე ვერ ყიდის. ადგილზე ვერ ვყიდით ფერმერები, არადა, ჩვენ ვაწარმოებთ შიდა პროდუქტის მხოლოდ 10-15%, რომელიც დღემდე ვერ გაგვიყიდია და უკვე 11 თვეა, ეს მოსავალი ასე ყრია, ფუჭდება. ვითხოვთ, რომ მიიღონ კანონი სწრაფად, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს, - ამბობს ფერმერი. 

ფერმერები ამბობენ, რომ მათ პროდუქციის მოყვანა დაახლოებით 75 თეთრი უჯდებათ, თუმცა ხელისუფლება მათგან ხორბლის შესასყიდად 40 თეთრს სთავაზობს. 

ხორბლის მოსავალი გვიჯდება 70-75 თეთრი და ფასს გვთავაზობენ 40 თეთრს. პურშ ვიხდით 1 და 10, მაშინ გახადონ პურიც 50 თეთრი და დავიშლებით. ან გვიშველობ და დაგვიდგეს სახელმწიფო გვერდზე. ჩვენ წელს ვეღარ დავთესავთ და ჩვენ თუ ვეღარ დავთესავთ, ქვეყანაში პურის კრიზისი შეიქმნება, 1 და 10 კი არა, 1 და 20 გახდება, - ამბობს კიდევ ერთი მეხორბლე.  

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მივიდა და ამ წუთებში მათ ესაუბრება. შეკრებილებია სევე ითხოვდნენ, რომ მათთან შესახვედრად სოფლის მეურნეობის მინისტრის ან მისი მოადგილე მისულიყო. 

რა შედეგით დამთავრდება მხარეების შეხვედრა ცნობილი ცოტა ხანში გახდება. 

 

მსგავსი სიახლეები