საქართველოზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია! მორჩა! წავედით! - თინა კანდელაკი

10.05.23 16:21
საქართველოზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია! მორჩა! წავედით! - თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ პუტინის გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილია.

"საქართველოზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია! მორჩა! წავედით! უვიზოდ! ყველაფრის გარეშე! ყველა გახარებულია! ასე რომ მორჩა! იმიტომ რომ რამდენი ხანი შეიძლებოდა  მხოლოდ მოსკოვში დალევა, ახლა საქართველოშიც შეიძლება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება., მშვენიერი ამბებია, მეგობრებო!" - ამბობს კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ. 

 

მსგავსი სიახლეები