"მიუღებელია, მოვემსახურო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს" - გიორგი ფხალაძემ აეროპორტში სამსახური დატოვა

10.05.23 19:30
"მიუღებელია, მოვემსახურო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს" - გიორგი ფხალაძემ აეროპორტში სამსახური დატოვა

"მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს" - გიორგი ფხალაძე პირველია, ვინც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამსახური დატოვა.

გიორგის პროტესტი პუტინის გადაწყვეტილებას მოჰყვა, საქართველოსთან ვიზების გაუქმებასა და პრიდაპირი ფრენების დაშვებაზე.

ფხალაძე "პირველებთან" ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს მოემსახუროს.

ჩემთვის მიუღებელი იყო მოვმსახურებოდი რუსეთის მოქალაქეებს, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ, სწორედ ამიტომ დავტოვე სამსახური და პირველი ვიქნები ვინც გავაპროტესტებ პირველივე რეისს, რომელიც დაფრინდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში". - ამბობს ფხალაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ. 

მსგავსი სიახლეები