2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18.5% იყო - საქსტატი

18.05.21 11:28
2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18.5% იყო - საქსტატი

2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18.5% იყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე  18.5% იყო, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით  0.9 პროცენტული პუნქტით მეტია. 

2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით

 

მსგავსი სიახლეები