სავიზო რეჟიმის გაუქმებას თბილისში პირველი პროტესტი მოყვა - აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

10.05.23 20:17
სავიზო რეჟიმის გაუქმებას თბილისში პირველი პროტესტი მოყვა - აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკვე მოყვა პირველი პროტესტი თბილისში. ამ წუთებში, აქციაა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

"გაემიჯნეთ ტერორისტ პუტინს" - ეს არის მთავარი სლოგანი. დიპლომატიურ უწყებასთან მისულები, ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  მოღალატეობრივი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები