ორსულების საქმე - საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური თაღლითური სქემა გამოააშკარავა

10.05.23 20:41
ორსულების საქმე - საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური თაღლითური სქემა გამოააშკარავა

ორსულების საქმე - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური თაღლითურის სქემა გამოააშკარავა. საუბარია ათეულობით ფეხმძიმე ქალზე, რომლებიც ფიქტიურად ყავდათ დასაქმებული, მათ კუთვნილ თანხებს კი ამ სქემის ავტორი ითვისებდა. სულ საუბარია 237 ათას ლარზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიტანეს. ეს ფული  დასაქმებულების  ხელფასებს და დეკრეტისთვის განკუთვნილ თანხებს მოიცავდა, რომელიც საბოლოოდ ორსულებსა და ბრალდებულს შორის ნაწილდებოდა. დაკავებულ ახალგაზრდა ქალს ბრალი უკვე წარედგინა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები