მეხორბლეების ულტიმატუმი ხელისუფლებას - ფერმერებმა კახეთის მთავარი მაგისტრალის პარალიზება დააანონსეს

10.05.23 20:35
მეხორბლეების ულტიმატუმი ხელისუფლებას - ფერმერებმა კახეთის მთავარი მაგისტრალის პარალიზება დააანონსეს

მეხორბლეების ულტიმატუმი ხელისუფლებას. უახლოეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი ან პასუხს გასცემს კითხვას, რატომ აღმოჩდნენ ფერმერები გაუსაძლის მდგომარეობაში, ან იქნება პერმანენტული პროტესტი.  მეხორბლეებმა კახეთის მთავარი  მაგისტრალის პარალიზება დაანონსეს. მასშტაბურ პროტესტამდე კი იყო გამაფრთხილებელი აქცია, როდესაც მეხორბლეებმა გაფუჭებული ხორბალი პროტესტის ნიშნად ქუჩაში დაყარეს. 

რადიკალურ ზომამდე ფერმერები ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა. მთავრობამ ქართული ბაზარი სრულად დამოკიდებული გახადა რუსეთზე, ქართველი მეხორბლეები  კი  ხორბალს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. 

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები