რა ჯდება საყოველთაო ვაქცინაცია - ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

18.05.21 11:37
რა ჯდება საყოველთაო ვაქცინაცია - ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

რა უჯდება საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო ვაქცინაცია - ინფორმაციის საჯაროობის მიუხედავად, საკითხს მთავრობა ასაიდუმლებს. ყველა ხელშეკრულებას, რომელიც საერთაშორისო პლატფორმებთან ვაქცინის შესაძენად გაფორმდა, მთავრობა საგულდაგულოდ მალავს.

ვაქცინის ფასებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო კომერციულ საიდუმლოს უწოდებს, თუმცა რა ნიშნით, ამას არ განმარტავს. ვაქცინების ფასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაუმალეს "აიფაქტის" გამომძიებელ ჟურნალისტებსაც, ინფორმაცია მიუწვდომელია ჯანდაცვის ექსპერტებისთვისაც. 

ჯანდაცვის ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს მართვის და მენეჯმენტის პრობლემაზე საუბრობენ.

ჩვენი ფულით არის ნაყიდი და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს, მაგალითად თუ უნგრეთი აქვეყნებს, რომ 36 დოლარი მისცა სინფორმაცის დოზაში, ჩემთის ეს გასაკვირი ფასია და ყველა ქვეყანა აქვეყნებს რა თანხას იხდის, არ ვიცი რატომ მალავენ ჩვენები., ჩენმა ჯანდაცვის სამინისტრომ და მთელმა ამ უწყებამ მართვა არ იცის. იბრალებენ, რომ იციანდ ა შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - ამბობს ჯანდაცვის ექსპეტრი ვატო სრუგულაძე. 
 

მსგავსი სიახლეები