ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

11.05.23 10:49
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ოჯახის შინაურ ცხოველს და მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არსებული ინფორმაციით, არც ერთი ცხოველი აცრილი არ ყოფილა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ცხოველებს 18 პირთან ჰქონდათ კონტაქტი. ყველა მათგანს აცრა უკვე ჩაუტარდა.

მსგავსი სიახლეები