უკრიანაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა - ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა
უკრიანაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა. ცნობები ფრონტის ხაზიდან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ქართველი მეომრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მეომარი კომაშია და ის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახმუტის მისადგომებიდან გუშინ გარდაცვლილი სამხედროს გამოყვანა. იქ ახლაც ორმხრივი შეტაკებები მიმდინარეობს.
ქართველი მედპერსონალი, რომლებმაც ორი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს, "პირველებს" უყვებიან, რომ მათ პირველ ჯერზე მსუბუქად დაჭრილი ჯარისკაცი დახვდათ ფრონტის ხაზზე, რომლის გამოყვანა წუხელვე შეძლეს, თუმცა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც ძალიან მძიმედ არის დაჭრილი, კომატოზური მდგომარეობით რეანომობილით კიევის ცენტრში, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მის გადასარჩენად ახლა უკრაინელი ექიმები იბრძვიან.