"რუსთავი 2-ის" მთელი უძრავი ქონება სრულად დაყადაღებულია
“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანიის უძრავი ქონება დააყადაღა.
ინფორმაციას ამის შესახებ დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.
აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.
ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა.მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს” - წერს კახა კოჟორიძე.
ტელეკომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება ტელევიზიის დამფუძნებლებმა სასამართლოში მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ცნობილი გახდა ტელეკომპანიის “პრაიმმთაიმთან” ერთად ჰოლდინგში გაერთიანების შესახებ. მათი თქმით, გაჩნდა რისკი, რომ “რუსთავი 2-ის” ქონება გასხვისდება