გაფიცვა "ბორჯომის" ქარხანაში - ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს
"ბორჯომის" ქარხანაში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე 10-მდე პოლიციის პიკაპი ერთდროულად გამოჩნდა.
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულია პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნის 400-ზე მეტი თანამშრომელი. გაფიცული თანამშრომლები ქარხანასთან არიან შეკრებილი.
თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ.