Georgian Airways-ი რუსეთთან ფრენების განახლების სურვილს გამოთქვამს
ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილს გამოთქვამს. მეტიც, თამაზ გაიაშვილის თქმით, იგი სავიზო ღეჯიმის გაუქმებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახარებს მთავრობის პოზიტიური განწყობაც.
"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". - ამბობს გაიაშვილი ავიანიუსთან.